A
A A A
a A

ცესკო-ს თავმჯდომარე ბ-ნ ვალტერ შვიმერის შეხვდა

მედია რელიზი

ცესკო- თავმჯდომარე - ვალტერ შვიმერის შეხვდა

19 თებერვალი, 2004

19 თებერვალს, 9:00 საათზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, -ნი ზურაბ ჭიაბერაშვილი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანს, -ნი ვალტერ შვიმერსა და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

-ნი შვიმერის განცხადებით, ძალზედ მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა სიების ფორმირების საკითხი. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხმის მიცემის უფლების მქონე ყველა ამომრჩეველმა უნდა შეძლოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, თუმცა რა თქმა უნდა თავიდან უნდა აიცილოთ კერნჭისყრაში ორჯერ მონაწილეობა და არჩევნების გაყალბება”-განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა. 

ცესკო- თავმჯდომარემ სტუმრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობა გააცნო, რის შემდეგაც ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა კმაყოფილება გამოთქვა წინასაარჩევნო საქმიანობასთან დაკავშირებით. “თუმცა ევრო საბჭო უფრო კრიტიკულია და მათი [ევროპის საბჭოს] სურვილია, რომ საქართველოში უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს”-განაცხადა -ნმა ჭიაბერაშვილმა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხი. -ნი შვიმერის განცხადებით, ძალზედ მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიებისათვის ობიექტური და სამართლიანი გარემოს შექმნა. “ამასთანავე ერთად, მედიის წარმომადგენლებმა უნდა მისცენ საშუალება ოპოზიციურ პარტიებს თავისუფლად გამოთქვან აზრი”-განაცხადა -ნმა შვიმერმა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს აჭარის საკითხთან დაკავშირებით. -ნი შვიმერის განცხადებით აჭარა საქართველოს შემადგენელი ნაწილია და ამიტომსაქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ჩასატარებელი წინასაარჩევნო ღონისძიებები აჭარის ტერიტორიაზეც ანალოგიურად უნდა განხორციელდეს.”