A
A A A
a A

2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ბლოკების რიგითობა

მედია რელიზი

2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ბლოკების რიგითობა

9 მარტი, 2004

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 9 მარტს, საათზე გამართულ სხდომაზე, 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რიგითობა დაადგინა:

№1. სოციალისტური პარტია;
№2 დემოკრატიული აღორძინების კავშირი;
№3 ბლოკი “მემარჯვენე ოპოზიცია მრეწველები-ახლები”;
№4 საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
№5 ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატება;
№6 საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია;
№7 ბლოკი “ედპ-ტრადიციონალისტები”;
№8 საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოლიტიკური გაერთიანება “მძლეველი”;
№9 კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის პარტია;
№10 ნაციონალისტები;
№11 ბლოკი “სამშობლო”;
№12 ბლოკი “ნაციონალური აღორძინება”;
№13 ბლოკი ჯუმბერ პატიაშვილი-პოლიტიკური გაერთიანება “ერთობა”;
№14 დემოკრატიული სიმართლის პარტია;
№15 საქართველო ეროვნული იდეოლოგიური პარტია;
№16 პარტია “ნოდარ ნათაძე-სახალხო ფრონტი”;
№17 სამართლიანობა;
№18 პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლება”;
№20 სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსი.

ცესკო-ს დადგენილებით განისაზღვრა საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი. ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას შემოხაზავს მისთვის სასურველ საარჩევნო სუბიექტის ნომერს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად რეგისტრაციაში გაატარა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია “რაციო ლეგი”, და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია “LINKS-ლონდონის საინფორმაციო ქსელი”.

ცესკო-ს განკარგულებით უარი ეთქვა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მარტოხელებისა და მარტოხელა ინვალიდ-პენსიონერთა დახმარების კავშირს”, 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლად მონაწილეობაზე.