A
A A A
a A

საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმის და განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია

მედია რელიზი

საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმის და განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია

13:00 საათი, ოთხშაბათი, 10 მარტი

სასტუმრო მარიოტ ქორთიარდი, თავისუფლების მოედანი

10 მარტს, საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, -ნი ზურაბ ჭიაბერაშვილი, სასტუმრო მარიოტ ქორთიარდში, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმისა და განვითარების კონცეფციის პრეზენტაციას მოაწყობს.

კონცეფციის მთავარი მიზნობრივი საკითხებია:

  • რეფორმისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის შექმნა;

  • საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირება და შემადგენლობა;

  • ადმინისტრაციებს შორის ფუნქციათა გამიჯვნა;

  • საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა მომზადება და სერტიფიცირება;

  • სამოქალაქო რეესტრის ფორმირებასა და განახლებაში საარჩევნო ადმინისტრაციის მონაწილეობა.

რეფორმის მიზანია საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული და ეფექტური საქმიანობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით არაპარტიული, პროფესიონალი, დამოუკიდებელი, ეფექტური და ეკონომიკური საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნა.

კონცეფციის პრეზენტაციას დაესწრებიან ხელისუფლების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები