დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის ვადამ გადაიწია
მედია რელიზი
დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის ვადამ გადაიწია
2 მარტი, 2004
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 2 მარტს, 16:00 საათზე გამართულ სხდომაზე, გადაწია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირების თარიღი. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისათვის ცესკო-ში განაცხადის შემოტანის ბოლო ვადად განისაზღვრა 9 მარტის 18:00 საათი.
სხდომაზე კომისიამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მისცა 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების უფლება, ესენია: საქართველოს ახალგაზრდული განვითარების ცენტრი, რეგისტრირებული კავშირი სამართლებრივი განვითარების საზოგადოება და ახალგაზრდა სოციალისტთა კავშირი.
კომისიამ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან რეგისტრაციაში გაატარა დსთ-ს დამკვირვებელთა მისია.
ცესკო-ს განკარგულებით უარი ეთქვა დამკვირვებლად რეგისტრაციაზე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას, ქალთა საქველმოქმედო ფონდ “ფავორიტს”.
კომისიამ მცირედი ცვლილებით დაამტკიცა რამდენიმე ახალი/გამარტივებული პროცედურა და ფორმა კენჭისყრის დღისა და კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით.