A
A A A
a A

ბ-ნი ჭიაბერაშვილი კახეთში რეგიონალურ ვიზიტს იწყებს

მედია რელიზი 

-ნი ჭიაბერაშვილი კახეთში რეგიონალურ ვიზიტს იწყებს 

9 მარტი, 2004

9 მარტს, დილის 9 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, წინასაარჩევნო რეგიონალურ ტურებს იწყებს. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის პირველი რეგიონალური წინასაარჩევნო ვიზიტი კახეთში განხორციელდება 

ვიზიტის დროს -ნი ჭიაბერაშვილი მოინახულებს საგარეჯოს, გურჯაანის, თელავისა და სიღნაღის საარჩევნო ოლქებს და უბნებსა და ადგილზე გაეცნობა საარჩევნო ადმინისტრაციის მზადყოფნას წინასაარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით. ტურის ძირითადი მიზანია ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული საკითხების გარკვევა. 

როგორც ცნობილია 2004 წლის 8 მარტს საქართველოს თითქმის ყველა საარჩევნო უბნებზე გამოიკვრა ამომრჩეველთა სიები. ამომრჩეველთა ელექტრონულ სიებში შესულია 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მონაცემები. რეგისტრაცია 2003 წლის 15-27 დეკემბერსა და 2004 წლის 4 იანვარს ხორციელდებოდა.