A
A A A
a A

ცესკო-მ ამომრჩეველთა სიების კომპიუტერიზაციის პროცესი წარმოადგინა

მედია რელიზი 

ცესკო- ამომრჩეველთა სიების კომპიუტერიზაციის პროცესი წარმოადგინა 

3 თებერვალი, 2004 

3 თებერვალს, საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, -ნმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ამომრჩეველთა სიების კომპიუტერიზაციის პროცესის პრეზენტაცია მოაწყო ამომრჩეველთა სიების კომპიუტერიზაციის ცენტრში 

პრეზენტაციაზე -ნმა ჭიაბერაშვილმა ისაუბრა ამომრჩეველთა რეგისტრაციის ტიპებსა და ელექტრონული ბაზის ფორმირების ეტაპებზე. მისი განცხადებით, 2004 წლის თებერვალში მოხდება ამორმჩეველთა არსებულ მონაცემთა შეყვანა ელექტრონულ ბაზაში, მარტის დასაწყისისათვის სიები ამოიბეჭდება და გაიკვრება საარჩევნო უბნებზე, მარტის პირველი ნახევრისათვის დაიწყება სიების გადამოწმების პროცესი და საპრეზიდენტო არჩევნებისათვის არარეგისტრირებულ ამომრჩეველთა რეგისტრაცია 

კომპიუტერული ბაზის მუშაობა დასრულდება რეგისტრირებულ ამომრჩეველთა და დაბეჭდილ სიებში განხორციელებული ცვლილებების შეტანით მონაცემთა ბაზაში. ეს პროცესი დაიწყება 2004 წლის ივნისში 

კომპიუტერული ცენტრის ტექნიკური შესაძლებლობებია: 92 კომპიუტერი (თუმცა კომპიუტერების რიცხი გაიზრდება), 4 ცვლაში მომუშავე 368 ოპერატორი, მენეჯერთა და კორექტორთა ქსელი 

ამ მომენტისათვის კომპიუტერულ ბაზაში შეყვანილია 411 000-ზე მეტი ამომრჩევლის მონაცემი 

აღსანიშნავია, რომ პროცესს მთლიანად მართავს და აკონტროლებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური და ტექნიკური  დახმარებით.