A
A A A
a A

ამომრჩეველთა ბაზაში შეყვანილია 1,000,000 ამომრჩევლის მონაცემი

მედია რელიზი 

ამომრჩეველთა ბაზაში შეყვანილია 1,000,000  ამომრჩევლის მონაცემი

                                                                             12 .01. 2004 

12 თებერვლის მონაცემებით, ამომრჩეველთა კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში შეყვანილია 1, 000, 000 ამომრჩევლის მონაცემი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით ამომრჩეველთა სიების კომპიუტერიზაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.  

სიების კომპიუტერიზაციის ცენტრი ოფიციალურად 3 თებერვალს გაიხსნა და მიზნად ისახავს 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა კომპიუტერიზაციას, მონაცემთა გადამოწმებას, ბაზის საბოლოო ფორმირებას, ცვლილებების და შესწორებების შეტანას და 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის რეგისტრირებული ამომრჩევლების შეტანას მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.  

ცენტრმა მონაცემთა შეყვანა 2004 წლის 28 იანვრიდან დაიწყო და ამომრჩეველთა მონაცემების შეყვანის გრაფიკი ასე გამოიყურება:  

თარიღი

მონაცემი

28 იანვარი, 2004

8 900

29 იანვარი, 2004

35 312

30 იანვარი, 2004

43 872

31 იანვარი, 2004

55 046

1 თებერვალი, 2004

58 832

2 თებერვალი, 2004

66 477

3 თებერვალი, 2004

44 152

4 თებერვალი, 2004

84 092

5 თებერვალი, 2004

103 235

6 თებერვალი, 2004

98 113

7 თებერვალი, 2004

104 970

9 თებერვალი, 2004

115 329

10 თებერვალი, 2004

113 131

11 თებერვალი, 2004

112 111

12 თებერვალი, 2004

43 238

ამჟამად ცენტრის ტექნიკური შესაძლებლობებია: 100 კომპიუტერი ოპერატორებისათვის, 400 ოპერატორი (100 ოპერატორი ცვლაში), მენეჯერებისა და კორექტორების ქსელი.  

კომპიუტერიზაციის პროცესი ხორციელდება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური და ტექნიკური დახმარებით, თუმცა კომპიუტერიზაციის პროცესს მთლიანად მართავს და აკონტროლებს ცენტრალური საარჩევნო კომისია.