A
A A A
a A

ცესკო-ს ექსპერიმენტული საუბნო საარჩევნო კომისიის პრეზენტაცია

მედია რელიზი  

ცესკო- ექსპერიმენტული საუბნო საარჩევნო კომისიის პრეზენტაცია

12:00 საათი, 23 თებერვალი, 2004 

რკინიგზელთა კულტურის სახლი, აღმაშენებლის გამზ. №127  

23 თებერვალს, ორშაბათს, საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე -ნი ზურაბ ჭიაბერაშვილი დიდუბის საარჩევნო ოლქის, №3 საარჩევნო უბნის ექსპერიმენტული საუბნო საარჩევნო კომისიის პრეზენტაციას გამართავს. 2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისათვის აღნიშნულ უბანზე არჩევნებს 11 სტუდენტით დაკომპლექტებული საუბნო საარჩევნო კომისია წარმართავს.    

აღნიშნული ექსპერიმენტის მიზანია დაამტკიცოს, რომ 

1. არჩევნების წარმატებით ჩატარებისათვის არ არის აუცილებელი საარჩევნო ადმინისტრაცია იყოს დაკომპლექტებული პარტიული ნიშნით; 

2. 11 კომისიის წევრს წარმატებით შეუძლია გაუძღვეს საარჩევნო პროცესს. 

ექსპერიმენტული საარჩევნო უბნის იდეა ცესკო- თავმჯდომარეს ეკუთვნის. ამ იდეის განხორციელებას მხარი დაუჭირეს კომისიის წევრთა დანიშვნის უფლების მქონე პოლიტიკურმა პარტიებმა 

დიდუბის ოლქის №3 საარჩევნო უბნის კომისიის წევრებს საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტები წარმოადგენენ, რომლებიც წინასწარი გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე იქნენ შერჩეულნი. შერჩევის შემდეგ სტუდენტებს საარჩევნო კანონმდებლობასა და პროცედურებში დამატებითი ტრენინგები ჩაუტარდათ.   

ექსპერიმენტის ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდობის საარჩევნო საკითხებით დაინტერესება და მათი სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება 

პრეზენტაციაზე გაიმართება ექსპერიმენტული საარჩევნო უბნის კომისიის სხდომა, რომელზეც წევრები აირჩევენ კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს და მდივანს.