საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის ვადამ გადაიწია
მედია რელიზი
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნის ვადამ გადაიწია
23 თებერვალი, 2004
23 თებერვალს, 17:00 საათზე, გამართულ ცესკო-ს სხომაზე მიღებული დადგენილებით 27 თებერვლის 18:00 საათამდე გადაიწია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ვადამ.
არა უგვიანეს 2004 წლის 11 მარტამდე განისაზღვრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ ბლოკთა და პარტიათა მიერ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დასარეგისტრირებელი სახელწოდების წარდგენის ვადა.
2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებს კიდევ ხუთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდება: “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი”, “საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, “საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი”, “ლტოლვილთა და უმცირესობათა პრობლემების ინსტიტუტი”, და კავშირი “ახალგაზრდები ახალი საქართველოსათვის”.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა “არჩევნებზე ეუთოს დამკვირვებელთა მისია”, რომელიც 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებზე განახორციელებს მონიტორინგს.