A
A A A
a A

მაჟორიტარი კანდიდატების საბოლოო შედეგები

მედია რელიზი

მაჟორიტარი კანდიდატების საბოლოო შედეგები

12 იანვარს, 17:00 საათზე ცესკო-ში გაიმართა სხდომა, რომელზეც განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.

ცესკო-ს დადგენილების თანახმად განისაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესი. ამომრჩეველთა რაოდენობა განისაზღვრება საპრეზიდენტო შემაჯამებელი ოქმების ამომრჩეველთა გრაფებში დაფიქსირებული მონაცემების მეშვეობით.

ცესკო-მ დაამტკიცა 2004 წლის 4 იანვარს მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის შედეგები:

№1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქი- გიორგი წერეთელი

№3 საბურთალოს საარჩევნო ოლქი- გიორგი თარგამაძე

№6 სამგორის საარჩევნო ოლქი- მიხეილ მაჭავარიანი

№7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქი- ბესარიონ ჯუღელი

№10 გლდანის საარჩევნო ოლქი- კობა დავითაშვილი

№37 ახალციხის საარჩევნო ოლქი- ნუგზარ პარუნაშვილი

№55 ხონის საარჩევნო ოლქი-აკაკი ბობოხიძე

№61 ლანჩხუთის საარჩევნო ოლქი- ბიძინა გუჯაბიძე

№70 ფოთის საარჩევნო ოლქი- რომან მელია

განმეორებითი კერნჭისყრის შედეგად გაიმარჯვეს შემდეგმა კანდიდატებმა:

№40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქი- ჰამლეტ მოვსესიანი

№59 ქუთაისის საარჩევნო ოლქი- ნინო ბურჯანაძე.

№39 ასპინძის საარჩევნო ოლქის სამ უბანზე ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობა. ცესკო-ს გადაწყვეტილებით მაჟორიტარული წესით არჩევნები ჩატარდება 2004 წლის 25 იანვარს.

25 იანვარს განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება ხაშურის №30-ე საარჩევნო უბანზე, სადაც 2004 წლის 4 იანვარს მაჟორიტარული არჩევნები ჩაიშალა.

ცესკო_ში შემოსული საჩივრების შედეგად გაუქმდა №56 ჭიათურის საარჩევნო უბანზე ჩატარებული მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის შედეგები. შეიქმნა დროებითი კომისია, რომელსაც დაევალა ჭიათურის საარჩევნო უბნების შედეგების დათვლა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით შექმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც დაევალა 13 იანვრის დღის ბოლომდე კოდორის ხეობაში ჩატარებული 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეჯამება.