A
A A A
a A

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი გაათავისუფლა

მედია რელიზი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი გაათავისუფლა

10 მარტი, 2004

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 2004 წლის 10 მარტს, 17:00 საათზე გამართულ სხდომაზე, ვადამდე ადრე შეუწყვიტა უფლებამოსილება #82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს, ნოშრევან ზოიძეს და გაათავისუფლა იგი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან.

საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღემდე არ მიუღია ამომრჩეველთა სიები შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიიდან.

ცესკო- მცირედი ცვლილებებით დაამტკიცა დადგენილება 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი საპარლამენტო არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე. დადგენილება ეხება გადასატანი ყუთით ხმის მიცემის, საარჩევნო ბიულეტენის ბათილად ცნობის, ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებში მონაწილეობისათვის მოქალაქეთა მიერ წარსადგენ საბუთებსა და სხვა მნიშვნელოვან წესებს.

სხდომაზე, ცესკო- თავმჯდომარემ, გააკეთა განცხადება და თხოვნით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს, შეისწავლონ  ცენტრალური საარჩევნო კომისიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობა ბოლო წლების განმავლობაში.