მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მორიგი არჩევნები ტარდება შესაბამისი ბოლო არჩევნებიდან სრული 3 წლის გასვლის შემდეგ, მე-4 წლის ოქტომბერში. არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 60 დღით ადრე.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 21 წელი და საქართველოში უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნები ტარდება პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.