კომისიის მდივანი
გიორგი ჯავახიშვილი 2015 წლის თებერვლიდან არის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი. მან უმაღლესი განათლება 1997-2001 წლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო.
გიორგი ჯავახიშვილი 2013–2015 წლებში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე, 2012–2013 წლებში - ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი. 2007–2012 წლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი. 2006–2007 წლებში იყო შ.პ.ს „კონტრასტის“ დირექტორი. ასევე, 2006–2007 წლებში - თბილისის მერიის შ.პ.ს „მეტროს“ იურისტი. გიორგი ჯავახიშვილი 2005–2006 წლებში ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა, 1998– 1999 წლებში კი იყო პარლამენტის წევრის თანაშემწე.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.