თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი შარაბიძე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
დაბადების თარიღი: 22.03.1974
გიორგი შარაბიძე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა 2013 წლის დეკემბრიდან. 2019 წლის 6 აპრილს გიორგი შარაბიძე აღნიშნულ თანამდებობაზე მეორედ აირჩიეს. მან უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, რომელიც 1996 წელს დაამთავრა; არის სამართალმცოდნე. BRIDGE-ის პროგრამის სრულად აკრედიტებული ფასილიტატორი, სერტიფიკატი მინიჭებული აქვს გაეროს, საერთაშორისო ინსტიტუტის IDEA-ს და ავსტრალიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. ასევე, ფლობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, IFES-ის, UNDP-ის სერტიფიკატებს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთათვის ტრენინგების ჩატარებისთვის.
გიორგი შარაბიძე იყო ტრენინგ-ოფიცერი პროექტებში: გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში (UNDP) “სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუციებისა და პროცესების ხელშეწყობა” (2012–2013); “ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგიონული ცენტრები არჩევნებში ჩართული მხარეების უნარების გაძლიერებისათვის” (2011) და “დიალოგისა და უნარების განვითარება ეფექტური ეროვნული საარჩევნო პროცესებისათვის” (2010-2011). სხვადასხვა წლებში იყო UNDP-ის საერთაშორისო კონსულტანტი (მათ შორის: თურქმენეთში 2011-2012; ასევე BRIDGE-ის ფასილიტატორი (IFES საქართველო, 2012; UNDP საქართველო, 2009); 2009-2010 წლებში იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიის ტრენინგების სამმართველოს ტრენინგების სპეციალისტი. 2008–2009 წლებში კი - საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების იურიდიული სამსახურის უფროსი. სხვადასხვა წლებში ის იყო UNDP-საქართველოს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო ტრენინგ-ოფიცერი და რეგიონული კოორდინატორი. 2000-2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ფრაქციის აპარატის მოწვეული სპეციალისტი. 1996-1998 წლებში კი - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.