მეორე ყოველწლიური შეხვედრა, 2012
9-10 თებერვალს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს ბათუმში უმასპინძლა. ღონისძიება ცესკომ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით გამართა. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სხვა ქვეყნების საარჩევნო პროცესების და გამოცდილებების გაზიარება, რეგიონში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, მჭიდრო სისტემატური კავშირის დამყარება ადმინისტრაციებს შორის. შეხვედრაზე ასევე განიხილეს, როგორც უკვე ჩატარებული ისე უახლოეს მომავალში დაგეგმილი არჩევნები და წარმატებული გამოცდილებები.
კონფერენციას, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, ლიტვის, მოლდოვას, სლოვენიის, უკრაინის და უზბეკეთის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ - საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR), ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაცია (ACEEEO), სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი და საქართველოს ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია.
ამგვარი შეხვედრა საქრთველოში უკვე მეორედ ჩატარდა და ყოველწლიური ხასიათი ექნება. გასულ წელს ორდღიანი შეხვედრა ქალაქ სიღნაღში გაიმართა, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის ოქმი შეიმუშავეს და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ერთობლივი მეთოდების შემუშავებაზე შეთანხმდნენ.