აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეოთხე სემინარი, 2013
17-18 აპრილს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით, რიგით მეოთხე აღმოსავლეთ თანამშრომლობის სემინარი გამართა. განხილვის მთავარი თემა კი ”საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება” იყო.
სემინარში მონაწილეობდნენ სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უშიშროების საბჭოს უწყებათაშორისი კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ორდღიან სემინარზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და უკვე არსებული ცოდნა განიხილებოდა.