ხმის მიცემის პროცედურა
ამომრჩეველთა საყურადღებოდ!
პანდემიის პირობებში კენჭისყრის პროცესი უსაფრთხოა. კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ინფექციის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება.
კენჭისყრა იმართება 08:00 საათიდან 20:00 საათამდე
საარჩევნო უბანზე მისვლისას:
- გაიარეთ მარკირების შემოწმების პროცედურა
- კენჭისყრის ოთახში შესვლამდე დაიმუშავეთ ხელები შესასვლელში განთავსებული ხელის სადეზინფექციო სითხით
- ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს წარუდგინეთ პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და დროებით მოიხსენით პირბადე იდენტიფიცირების მიზნებისთვის
- მარკირების შემოწმების პროცედურის გავლის შემდეგ რეგისტრატორს წარუდგინეთ პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და დროებით მოიხსენით პირბადე
- გაიკეთეთ მარკირება
- ამომრჩეველთა სიაში თქვენი გვარის გასწვრივ გააკეთეთ ხელმოწერა რეგისტრატორის მაგიდაზე განთავსებული ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ამავე კალმისტრით ისარგებლეთ ფარული კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების შევსებისას
- მიიღეთ რეგისტრატორისგან ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები
✓ ფარული კენჭისყრის კაბინაში საარჩევნო ბიულეტენში/ბიულეტენებში შემოხაზეთ თქვენთვის
სასურველი ერთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.
- კენჭისყრის კაბინიდან გამოსვლის შემდეგ აიღეთ სპეციალური კონვერტი და დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები მოათავსეთ მასში
- სპეციალური კონვერტი მოათავსეთ საარჩევნო ყუთში
ხმის მიცემის პროცესში გამოყენებული ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტარი დატოვეთ სპეციალურ კონტეინერში.
კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ გთხოვთ დატოვოთ კენჭისყრის შენობა.
კენჭისყრის შენობის დატოვებისას ისარგებლეთ გასასვლელში უზრუნველყოფილი ხელის სადეზინფექციო სითხით.